istoriuli soflebi  
  
 
 

dabaZveli
ნასოფლარი საქართველოში, ისტორიულ თორში (ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი).

მდებარეობს მტკვრის მარჯვენა შენაკადის ჭობისხევის სათავეებში, კახისისა და წეროს ტბების ახლოს გაშლილ ველზე, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე (დაბაძველის პლატო), ზღვის დონიდან 1752 მ სიმაღლეზე. ნასოფლარი ორია - პატარა და დიდი დაბაძველი. დიდ დაბაძველში შემორჩენილია მოზრდილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. შენობა ნაგები ყოფილა დიდი ლოდების ჰორიზონტალური წყობით. საკურთხეველი უფრო მცირე, თანაბარი ზომის კვადრებით უშენებიათ. წყობა აქაც რეგულარულია. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. შიგნით შემორჩენილია ერთსაფეხურიანი პილასტრი პროფილირებული კაპიტელით. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ხანისა უნდა იყოს. ირგვლივ გალავნის ნაშთია, მის გადაღმა - მოზრდილი ნასახლარები. გვიანდელი შუა საუკუნეების მატერიალური ნაშთები ნასოფლარში არ ჩანს. ეს ნასოფლარი არ იხსენიება არც XVI საუკუნის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, არც სხვა წყაროებსა და საბუთებში. უცნობია იგი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიებისა და რუკების მიხედვითაც. საფიქრებელია, რომ მონღოლთა ბატონობის დროიდან სოფელი გადაშენებულა. კახისის ტბის სახელწოდება შესაძლოა კახა თორელს უკავშირდებოდეს.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 41°45`59″ ჩ. გ. 43°20`44″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995